შაბათის სკოლის მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები
- 22 აპრილი, 2024
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო,
გთავაზობთ შაბათის სკოლის მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგებს:
სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ, პირველი ტურის შედეგებში მოხდა ცვლილება: I ვარიანტის მე-7 და II ვარიანტის მე-8 ამოცანაში სწორ პასუხად ჩაითვალა ,,გ” და ,,ე” პასუხები.
ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება აქვს 113 მოსწავლეს, რომლებმაც პირველი ტურის შედეგად დააგროვეს 13 ქულა.
ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდება 2024 წლის 9 მაისს.
ოლიმპიადაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფინალურ ტურში მონაწილე მოსწავლეებიდან.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!